"ფოტოებს იღებდა და ვიღაცეებს უგზავნიდა"- აქტივისტებმა გახელაძეების აქციაზე სუს-ის მაღალჩინოსანი დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სუს-ის წარმომადგენლები დააფიქსირეს. ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური ოჯახზე ცდილობს გავლენა მოახდინოს, რომ პროტესტი არ გააგრძელონ.

პირმა აქტივისტებთან საუბრისას თქვა, რომ აქციის "რადიკალური ფორმა" მიუღებელია.

"დავინახეთ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახის ეზოში, სადაც ნათესავები, ახლობლები და აქციის რამდენიმე მონაწილე იდგა, იყო ადამიანი პირბადით შემოსული, ძალიან საეჭვოდ იღებდა ფოტოებს და ვიღაცეებს უგზავნიდა. შემდეგ SMS-ებს აგზავნიდა, როგორც გავარკვიეთ ეს ადამიანი არის სუს-ის უფროსი", - თქვა ნოდარ რუხაძემ. 

რუხაძის თქმით, საეჭვო პირმა მასთან საუბარში თქვა, რომ აქციის "რადიკალური ფორმა" მიუღებელია.

ვინაიდან ზაზა გახელაძის მამა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლას აპირებდა, დილიდან სოფელ ქვემო ჭალაში შეინიშნებოდა სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი