მოსახლეობის 20% ახალ ამბებს "მთავარი არხისგან" იგებს - IPSOS-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

მოსახლეობის 20% ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას "მთავარი არხისგან" იღებს -  ამის შესახებ IPSOS-ის კვლევაშია საუბარი. 

რომელი არხისგან იგებთ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას? - ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • იმედი - 28%
  • მთავარი არხი - 20%
  • TV პირველი - 13%
  • რუსთავი-2 - 13%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4%
  • ფორმულა - 4%
  • მაესტრო - 3%
  • პალიტრა TV - 2%
  • ობიექტივი - 2%
  • აჭარის ტელევიზია - 2%
  • კავკასია - 1%
  • სხვა - 8%

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი