გლდანში ბავშვს 400 კილოგრამიანი, რკინის საქანელა დაეცა

გამოქვეყნდა:

"ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ "გაკეთებული" რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კილოგრამიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა", - ამის შესახებ Facebook-ის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, "გლდანი", ერთ-ერთი მოქალაქე წერს. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიას, რომელმაც ეს საქანელა გააკეთა, მომხდარზე რეაგირება არ აქვს. 

სიტუაცია ასეთია: ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ "გაკეთებული" რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კგიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა!!! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში. მერიიდან მობრძანდნენ და თურმე საქანელა გააკეთეს!!! პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს! მერიაში მითხრეს რომ თურმე გადასცეს საკითხი გამგეობას! დილიდან გამგეობაში არავინ მპასუხობს, გამგებელი და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის დღეს ცხადდებიან სამსახურში?? ველოდები რეაგირებას!!! - წერს მოქალაქე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი