პენსიონერების პროტესტი - აქცია "ლიბერთი ბანკთან"

გამოქვეყნდა:

აქცია ლიბერთი ბანკის სათაო ოფისთან - ადგილზე პენსიონერები არიან შეკრებილები და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითხოვენ.

პენსიონერებს სოლიდარობას უცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პენსიონერები ამბობენ, რომ ლიბერთი ბანკი სესხებს ყველაზე მაღალ პროცენტებში გასცემს, რაც ისედაც ყველაზე მოწყვლად ფენას, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.

გიორგი ვაშაძე ლიბერთის გავრცელებულ განცხადებას "თაღლითობის სქემად" აფასებს.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა და საპროტესტო ბანერის გაკვრაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი