მოხისელებს მიწები გაუყიდეს - პროტესტს სპეცოპერაცია მოჰყვა

გამოქვეყნდა:

სოფელ მოხისის  მოსახლეობა სახნავ- სათესი მიწების გარეშე დარჩა. 28 ჰექტარი მათ აუქციონის წესით გაუსხვისეს

კვალიაშვილების ოჯახში გუშინ საღამოს, სპეცოპერაცია მხოლოდ იმიტომ ჩატარდა რომ, მიწის გარეშე დარჩენილი გლეხები ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე ჰექტრობით ფართობების გასხვისებას აპროტესტებენ. გომელაურის უწყება მათ სახლებში იარაღს და საბრძოლო მასალას ეძებდა.   

სპეცოპერაციას საფუძვლად ადგილობრივების მიერ, სატელევიზო ეთერში მუქარის შემცველი განცხადებები დაედო.
მოხისში მცხოვრებლები ღიად ამბობდნენ რომ ხელისუფლების მორიგ უსამართლობას არ მოითმენდნენ და სახნავ -სათესი მიწების ახალ მფლობელებს სოფელში არ შეუშვებდნენ. 

დოკუმენტებით დასტურდება, რომ სახნავ-სათესი მიწები ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირების ხელში აღმოჩნდა. ადგილობრივები ამბობენ რომ აუქციონი ფორმალურად ჩატარდა და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მიწა, ახლო გარემოცვას გადასცა. 

სახელდება ვაჟა გორდიაშვილისა და ჯონდო ნანეტაშვილის გვარები. ბიზნესმენი ჯონდო ნანეტაშვილი ბიძინა ივანიშვილის დისშვილის, კახა კობიაშვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორია, მისი ძმა ბადრი ნანეტაშვილი კი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა. 

ვაჟა გორდიაშვილი  მოხისში ათასობით ჰექტარი მიწის ახალი მფლობელია. შპს აგროინდუსტრიას  მეწილე ადგილობრივების ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ  მოსახლეობას პროტესტი არალეგიტიმურია,  რადგან აუქციონი გამჭვირვალედ ჩატარდა  და თანხა 334 ათასი ლარიც თავად გადაიხადა. 

ოპოზიციაში კი ამბობენ რომ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაალ დუგლაძე ერთ-ერთი პირველი პირი იყო ვინც სახნავ სათესი მიწების გადაცემა ძმები ნანეტაშვილებისთვის აუქციონამდე გაცილებით ადრე დაგეგმა. 

ზაალ დუგლაძე კი ამტკიცებს რომ მიწების გადაცემა კანონის დაცვით მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი