საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 8.1%-ია აცრილი - ვაქცინაციის რუკა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში ათობით ქვეყანა დღეს ვაქცინაციის ბოლო ფაზაშია და სულ მალე მათ მოსახლეობის 100% ეყოლებათ აცრილი, ბევრმა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების იმუნიზაცია დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის ყველაზე ცუდი პერიოდი უკან მოიტოვეს.

რუანდა, ბოცვანა, კომორის კუნძულები - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა გვერდითაც საქართველო მსოფლიო ვაქცინაციის რუკაზეა მონიშნული.

საქართველოს იმუნიზაციის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს და ვაქცინაციის რუკაზე 120 ქვეყანა უსწრებს.

საქართველო ყოველი 100 მოქალაქიდან აცრილია მხოლოდ 8 მოქალაქე. იმ ფონზე, რომ დიდ ბრიტანეთში- აცრილია 110 მოქალაქე (მათ შორის სამუშაოდ ჩასული მიგრანტები), ამერიკის შეერთებულ შტატებში 100-დან 95 მოქალაქეა აცრილი, ხოლო ევროპაში 100-დან 80 მოქალაქე უკვე ვაქცინირებულია.

თუ საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის მოცემულ ტემპებს შეინარჩუნებს, საქართველოს მოქალაქეების 75% აცრას და შესაბამისად ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას კიდევ 4 წელი დასჭირდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი