21 წლის ახალგაზრდა საკეისროს შემდეგ გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი სოფო კვარაცხელიას ოჯახი ექიმების ბრალელულობაზე  საუბრობს. 

გარდაცვლილის  ახლობლების თქმით,  21 წლის ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა, თუმცა კლინიკაში მიყვანისას სამედიცინო დაწესებულებაში თავის ფეხით შევიდა და მძიმე მდგომარეობაში არ იყო. ოჯახის თქმით, მათ არ იციან რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები.

ოჯახი მკურნალი და იმ ექიმების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.  

ახლობლების თქმით,  ქალს თანმდევი დაავადებები არ ქონია, წარსულში ჩატარებული ოპერაცია კი გართულების მიზეზი ვერ გახდებოდა. პაციენტს ოპერაცია კლინიკა ბომონდში ჩაუტარდა.

გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა:

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია საავადმყოფოს განცხადებაში. 

შსს-მ გამოძიება 116-ე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი