
"გაისად გვექნება ადგილზე წარმოებული დრონი, სამხედრო დრონები. ჯამში ვაპირებთ 1000 დრონის წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და უფრო სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან. გასულ წელს კომპანია "რაფაელთან" ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის სისტემების სრულ განახლებას და ტანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას უზრუნველყოფს".
- ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე.