რემონტი, თუ შურისძიება - პარლამენტში გია ბუღაძის კედლის მხატვრობა პანელებით დაფარეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს დიდი მეფეები და საქართველოს  ისტორიის ყველაზე საამაყო მომენტი გია ბუღაძემ პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზის კედლებზე 18 წლის წინ, ზურაბ ჟვანიას თხოვნით ასახა, თუმცა დღეს ბუღაძის მხატვრობა მეფეთა დარბაზში უსახურმა პანელებმა შეცვალა.

უკვე დიდი ხანია ხელისუფლებისადამი კრიტიკულად განწყობილი მხატვრის ნამუშევრები ოცნებამ ამ ფორმით მოიშორა და თავს იმით იმართლებს, რომ პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტი ჩატარდა და გია ბუღაძის ნამუშევრებიც ამიტომ შეფუთეს. რემონტი დასრულდა, მაგრამ კედლის მხატვრობა ისევ დაფარულია. 

გიგი წერეთელს კარგად ახსოვს თითქმის 20 წლის წინ, როგორ გადაწყდა ამ დარბაზის ბედი და ის უამრავი შეხვედრა და მოლაპარაკება, რომელიც ამ საპარალამენტო სივრცეში იმართებოდა. მას ეჭვი არ ეპარება რომ გია ბუღაძის მხატვრის ნახატების გამოკეტვის მიზეზი მხატვრის სამოქალაქო პოზიციაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი