ქალების ჩხუბი ქუთაისში - ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ფიზიკურად 10-მდე ქალი.
დაპირისპირება გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ კაცია. თვითმხილველების თქმით, ქალები "ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, შეყვარებული ვერ გაყვეს შუაზე და ისე სცემეს ერთმანეთი, ლამის ხეიბარები დარჩნენ".
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს ტვინის შერყევა, ნაწილს კი მოტეხილობები აღენიშნება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.