კორუფცია და უსამართლობა ზვავია, რომელიც ზევიდან გორდება, და ყველაზე დაბალ რგოლამდე ჩამოდის. ამ პრობლემასთან კავშირშია ეს შემთხვევაც - ემიგრაციიდან დაბრუნებული ოჯახი მიცვალებულებს ეძებს. ბებია-ბაბუის საგვარეულო სასაფლაოზე გასულ შვილიშვილს ადგილზე სრულიად უცნობი მამაკაცის საფლავი დახვდა.
აღმოჩნდა, რომ წყალტუბოს სასაფლაოს ადმინისტრაციას ადგილი უბრალოდ გაუყიდია, მიცვალებულები ამოუთხრია და სხვაგან დაუკრძალავს, ოღონდ ისე, რომ მათ კვალს ახლა ოჯახი ვერ პოულობს. ცხედრებს გამოძიება ეძებს და თუ იპოვის, ახლა მეორე დილემის წინაშე დგება - რა უყონ უცნობ მამაკაცს, რომელიც ოჯახის საგვარეულო საფლავზე განისვენებს.
გიგლა თუმანიშვილის და ირაკლი ვაჩიბერაძის სიუჟეტი - "დაკარგული მიცვალებულები"