ხანძარი იყო ისანში. "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში საბურავებს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით კი შემთხვევა სწორედ საბურავების საწყობის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა რომლებმაც ცეცხლი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ჩააქრეს. შესაბამისად, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.