თბილისში შხამიანი ქვეწარმავლები მომრავლდნენ. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, დიდ დიღომში, აფრიკის დასახლებაში, ორთაჭალასა და საბურთალოზე გიურზები შენიშნეს.
მონიტორინგის სამსახურში ქვეყნის მასშტაბით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 450-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეწარმავლები სწორედ თბილისში აღმოჩნდა.