ხმაური ალადაშვილის კლინიკაში | პაციენტის ოჯახის წევრები საავადმყოფოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

36 წლის პაციენტის ოჯახი, ალადაშვილის კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 36 წლის კაცი 23 ივნისს საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ლაშა სამხარაძე სწორედ ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ოჯახი ამბობს, რომ მკურნალი ექიმი მათ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამის ინფორმაციას არ აწვდის.

დაშავებულის მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მომხდარით მედია დაინტერსდა.

ალადაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, 36 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის ქალაზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სამკურნალო ნარკოზში იმყოფება.

"მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ოღონდ სტაბილურია, გაკეთდა ოპერაცია თავის ქალაზე. არის გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობით მოტეხილობით, პაციენტი იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ ძინავს",-თქვა ექიმმა.

შემთხვევა 23 ივნისს მოხდა, ახალგაზრდა კაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი