მილიონებად ნაყიდი ფაბრიკა | კორუფციული გარიგების ნიშნები თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნდა:

მილიონები, მილიონები, მილიონები ერთი გაუგებარი სამკერვალო ფაბრიკის გადასარჩენად - არსებობს ასეთი კომპანია, ჯეო ემტექსი, რომელმაც როგორც რიგითმა სამკერვალომ დაიწყო არსებობა, ახლა კი ქართველი ჯარისკაცების ფორმების ექსკლუზიური მწარმოებელია. 

ასეთი განსაკუთრებული პრივილეგია ფაბრიკამ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს მიიღო, ოღონდ გაუგებარია, რით დაიმსახურა ასეთი უპირატესობა. მითუმეტეს, რომ ბიუჯეტიდან დავალიანებების მქონე საწარმოს ანგარიშზე მილიონები ჩაირიცხა და ამით სახელმწიფო ფაბრიკის თანამფლობელი გახდა. შემდეგ "ქართუმ" დამატებით 13 მილიონი გამოუყო. 

ოღონდ სად წავიდა და რაში დაიხარჯა ეს თანხები ვერ გავიგებთ, ვინაიდან თავდაცვასთან დაკავშირებულ ობიექტში აუდიტის სამსახურს შესვლის ნებართვა არ აქვს. 

გაუგებარია, რაში დაჭირდა თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სამკერვალოს შესყიდვა და ამდენი მილიონის დახარჯვა, როდესაც ამ თანხით უამრავი ფორმის შეკერვა შეეძლო ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა - ტენდერის გამოცხადებით და სხვადასხვა კომპანიის მონაწილებით. 

ამ მეთოდით იკერებოდა აქამდე ფორმები და ამით ადგილობრივი საწარმოებიც ხეირობდნენ და ჯარისკაცებიც. 

როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში ჩნდება ეჭვი, რომ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის პრივილეგიების მინიჭებასთან და, რა თქმა უნდა, დიდი ფულის კეთებასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი