რეზო გაბრიაძეს სულ რაღაც რამდენიმე რამდენიმე კვირა დააკლდა საიუბილეო თარიღამდე - 29 ივნისს 85 წლის გახდებოდა.
ამ მრავალმხრივ გენიოსზე მისი მეგობრები ილაპარაკებენ: ნანი ბრეგვაძე, როგორც მისი უკანასკნელი მუზა; ბუბა კიკაბიძე გაიხსენებს ერთად მუშაობის წლებს; ელდარ შენგელაია მოყვება, როგორ აღმოჩინა რეზო გაბრიაძე; ლევან ბერძენიშვილი ილაპარაკებს მასზე, როგორც მულტი-ხელოვანზე.
გაბრიაძის მასშტაბები მასზე სრულიად განსხვავებულ და მოულოდნელ კონტექსტში საუბრის საშუალებას იძლევა: როგორც ჟურნალისტზე და როგორც ფიზიკოსზეც კი.
თეა ადეიშვილის სიუჟეტი - "მულტი-გენიოსის ანატომია".