როგორ გავგრილდეთ ზაფხულის სიცხეში | სახალისო რჩევები

გამოქვეყნდა:

საქართველოში ცხელი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 36 გრადუსს გადააჭარბოს, თუმცა, ცალკეულ რეგიონში ხანმოკლე წვიმაცაა ნავარაუდევი.

"მთავარი არხის" ვებგვერდი შეეცადა შეეკრიბა ყველა ის სახალისო მეთოდი, რომელიც ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში გაგრილებაში დაგვეხმარება:

დალიეთ ცხელი ჩაი

ცხელი ჩაით გრილდებიან ისეთ ცხელ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, ირანი და სხვა მუსლიმური ქვეყნები, სადაც ჩაის კულტურაა გავრცელებული. ცხელი ჩაი ოფლდენას იწვევს, რის შემდეგაც სხეული გრილდება. 

ჭამეთ ცხარე საკვები

ცხელი ჩაის მსგავსად, ოფლდენას ცხარე საკვებიც იწვევს. ეს კი ადამიანის ორგანიზმს სიმხურვალისგან ათავისუფლებს და გაგრილების საშუალებას აძლევს.

მიიღეთ ცხელი შხაპი

ცხელი ჩაისა და ცხარე საჭმლის მიღების მსგავსად, ორგანიზმს ოფლის გამოყოფაში ცხელი შხაპიც ეხმარება. ჩახუთული აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კი ტემპერატურა არც ისე მაღალი მოგვეჩვენება.

შექმენით "საკუთარი წვიმა"

ამისათვის საკმარისია სარწყავი მილი, რომლის ერთ ბოლოსაც ონკანს მიუერთებთ, მეორით კი ეზოს მორწყავთ. თუ თქვენ კორპუსში ცხოვრობთ, იგივეს გაკეთება აივანზე შეგიძლიათ.

იწუწავეთ

ამაში შლანგი, ბოთლები ან წყლის თოფი დაგეხმარებათ. 

(გასულ წლებში, დეპუტატების ნაწილი ამ რჩევას თვით საკანონმდებლო ორგანოშიც კი ითვალისწინებდა 😁 ).

გაყინეთ თეთრეული

სიცხეში დაძინება თუ გიჭირთ, გაგრილებისათვის საინტერესო რჩევას გვაძლევენ: დაკეცეთ თეთრეული ან პირსახოცი და შედეთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით. 

"ექსპედიცია საყინულეში" 

მაცივარს უკავშირდება მომდევნო რჩევაც - საყინულეში თავის შეყოფა აუტანელი სიცხის დროს გაგრილებაში აუცილებლად დაგვეხმარება.

დავსხდეთ ვენტილატორთან

სიცხეებისგან თავის დაღწევაში ეს მეთოდი ნამდვილად დაგვეხმარება - შეგვიძლია, ვენტილატორის წინ ყინულებიც დავდოთ. გასათვალისწინებელია, რომ ვენტილატორი გამოგვადგება იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35ºC-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35ºC-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

ვენტილატორთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ დიდხანს, მასთან ჯდომამ, შესაძლოა, გაგვაციოს კიდეც. იგივე შეგვიძლია გითხრათ კონდიციონერზეც - მის ქვეშ დაძინება სასურველი არაა:)

სიცხესთან გასამკლავებლად რჩევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც გვაძლევს: 

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32ºC, ხოლო ღამით კი 24ºC-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე

  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი