ოზურგეთში, 16 წლის მოზარდი სანადირო თოფით დაჭრეს

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში - არასრულწლოვანი ყელის არეში დაჭრეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა მოზარდს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა თავდაპირველად ოზურგეთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. 

მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია რა შეიძლება გამხდარიყო დაჭრის მიზეზი. 

შსს-მ გამოძიება 118-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი