ნოჯიხევში, ძლიერი სიცხის დროს ასფალტი დნება - მოსახლეობის პროტესტი 

გამოქვეყნდა:

ხობის სოფელ ქვემო ნოჯიხევში მოსახლეობა უხარისხოდ დაგებულ გზას აპროტესტებს. 

ადგილობრივების განმარტებით, ასფალტის დაგება დამთავრებული არაა და ის უკვე იშლება. მოსახლეობა ამბობს, რომ ასფალტი ისეთ თხელ ფენად დააგეს, ძლიერი სიცხის დროს, დნება.

გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, გზა სოფლის ბოლომდე მოასფალტდეს

ისინი აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაშია და უხარისხოდ დაგებულ გზას კონტროლს არ უწევს, ამიტომ ითხოვენ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეისწავლონ და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი