"მთავარის" ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის

გამოქვეყნდა:

ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ "მთავარ არხს" უწყებაში კონფიდენციალური წყარო უდასტურებენ. სახელდება თანამდებობიდან წასვლის კონკრეტული მიზეზებიც. გამყრელიძე ფაქტობრივად ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება. 

ვაქცინაციის პრობლემები, ბოლო დროის, დაკარგული ვაქცინების სკანდალი და აუდიტის სამსახურის შემოწმება - ეს არის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც გამყრელიძე იძულებულია წავიდეს. მაგრამ ზეწოლის მიუხედავად, მთვარმა ეპიდემიოლოგმა დღეს გადადგომის განცხადება არ გააკეთა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ევროპული მარში | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი