რას ნიშნავს ვაქცინის "დანაკარგი" | დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

გამოქვეყნდა:

"ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია", - ამის შესახებ დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს და განმარტავს რას ნიშნავს ტერმინი "დანაკარგი".

NCDC წერს იმასაც, რომ ვაქცინის გარეშე არავინ დარჩება და ყველა ის ადამიანი, ვინც "ასტრაზენეკის" ვაქცინის პირველი დოზით აიცრა, მეორე დოზასაც გაიკეთებს.

მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითადად, ასტრაზენეკას შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია - ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს “დანაკარგი” ეწოდება.

არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა ასტრაზენეკა გაიკეთოს, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი