უმძიმესი ზაფხული კახელი ფერმერებისთვის. ხილის მოსავალი ბაღებში ლპება. შემცირებული რეალიზაცია და უკიდურესად დაბალი საბაზრო ფასი გლეხებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. შესაძლოა მოსავალთან ერთად რისკის ქვეშ დადგეს ადგილობრივების ქონებაც, რადგან ფერმერების დიდმა ნაწილმა მოსავლის მოსაყვანად საბანკო სესხი აიღო.
თუ შარშან კილოგრამი საზამთროს ფასი 50 თეთრამდე იყო, დღეს, საუკეთესო შემთხვევაში, 25 თეთრს არ აღემატება. შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ, 30 თეთრამდე შემცირდა ნესვის ფასიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მყიდველი საერთოდ არ ჩანს.
ჯერჯერობთ ღორებს არ აჭმევენ, მაგრამ მოსავლის გადაყრაზე უკვე დაფიქრდნენ ის ფერმერებიც, რომლებიც ატმისა და ვაშლატამას ბაღებს უვლიან. ატმის ფასი, რომლითაც თავად პრემიერი კახელი გლეხების წინაშე წინასაარჩევნოდ ტრაბახობდა, ბოლო სამ დღეში საჯერ, კილოგრამზე 70 თეთრამდე შემცირდა. როგორც ფერმრებმა იციან, მიზეზი რუსეთის საქსპორტო ბაზრაზე გაჩენილი პრობლემაა, რომელზეც "ოცნების" ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობა მთლიანად დამოკიდებული აღმოჩნდა.