აქცია იყო ბაღდათის მერიასთან - სოფელ ვარციხის მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა სტადიონის გასხვისებას გეგმავს. მერიას სტადიონის ადგილას ვენახის გაშენება სურს.
საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა პროტესტისა და ოპოზიციის მწვავე შეფასებების შემდეგ ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.
800-მდე ოჯახი ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებენ და მიწას არ დათმობენ.
ხელისუფლების განცხადებით, თუ სტადიონის გასხვისების შემთხვევაში, მოსახლეობას სპორტულ სივრცეს სხვა ადგილას შესთავაზებენ, თუმცა ადგილობრივები ამ შემოთავაზებას არ თანხმდებიან.