რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით ტოვებს თანამდებობას თამარ ჟვანია

გამოქვეყნდა:

რა ქონებით მოვიდა თანამდებობაზე ცესკო-ს უკვე ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია და რა ქონებით დატოვა მან ეს პოსტი. 

დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2013 წელს, როცა ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩიეს, მას 8 500 აშშ დოლარი გქონდა. დოკუმენტში არ არის მითითებული, რამდენი იყო ჟვანიას ხელფასი 2013 წელს. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ ცესკო-ს ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს1998 წელს გამოშვებული მანქანა "მიცუბიში პაჯერო" ჰყავდა, მის მეუღლეს კი 2003-წლიანი "მერსედესი". 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით, ჟვანიას  საკუთრება იყო ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში (ფართობი - 116 კვ.მ.)

2020 წლის დეკლარაციაში კი თამარ ჟვანიას ქონებას 44 ათას დოლარად შეფასებული ბინა შეემატა - ის თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, ფართობი კი 61,1 კვ.მეტრია.

2013 წლის დეკლარაციაში ნახსენები, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მდებარე ბინა, 2020 წლის დეკლარაციაშიცაა მოხსენიებული - იქ წერია, რომ ეს ბინა ჟვანიამ 2019 წელს შეიძინა.

დეკლარაციით ასევე ირკვევა, რომ თამარ ჟვანიას 2020 წელს სხვადასხვა ანგარიშზე 27 412 ლარი, მის მეუღლეს, მიხეილ ყაველაშვილს კი 1 273,44 ლარი აქვს. ნაღდი ფულის სახით კი ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს 11 500 დოლარი აქვს, რის წყაროდაც ანაზღაურებას და მოძრავი ქონების გასხვისებას ასახელებს. დეკლარაციაში ჩანს ისიც, რომ თამარ ჟვანიას 2020 წელს აღარ ჰყავს ავტომობილი. 

2020 წლის დეკლარაციაში ჩანს ისიც, რომ ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 113 697,9 ლარი მიიღო. 2019 წლის ივნის-ივლისში კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან, სადაც ჟვანია ლექტორი იყო, ხელფასის სახით 1 617 ლარი მიიღო.

აქვე ჩანს მისი მეუღლის შემოსავალიც - მიხეილ ყაველაშვილმა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისგან ლოჯისტიკა/მომარაგება/ტრანსპორტირებაისათვის ერთი წლის განმავლობაში 17 636,07 ლარი მიიღო.

გადავხედოთ თამარ ჟვანიას ანაზღაურებას წლების მიხედვითაც: 

  • 2013 წ. - დეკლარაციაში ასახული არ არის;
  • 2014 წ. - 74 256.00 ლარი;
  • 2015 წ. - 154 484.55 ლარი;
  • 2016. - 197 307 ლარი;
  • 2017 წელს - 143 674 ლარი;  
  • 2018 წელი - 149 174,2 ლარი;
  • 2019 წელი - 136 350,96 ლარი;
  • 2020 წელი - 113 697,9.

ანაზღაურების სახით რა თანხა მიიღო თამარ ჟვანიამ ბიუჯეტიდან თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2013 წლიდან დღემდე, ზუსტი ოდენობა უცნობია - მისი შემოსავალი დაახლოებით 1 მილიონი ლარია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი