ჟვანია წავიდა - "ოცნების" მორიგი დავალება, გაწერილი სცენარი, თუ პირადი გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

თამარ ჟვანიამ დეპარტამენტის ხელმძღვანელები თავის კაბინეტში საგანგებოდ შეკრიბა და უთხრა,რომ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებდა.საზოგადოებას კი წასვლის შესახებ სოციალური ქსელით აცნობა.

გაყალბებული არჩევნების მთავარი შემოქმედი ახლა ამტკიცებს, რომ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის მიღწევაა, თუმცა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჟვანია საკანონმდებლო ორგანოში ამტკიცებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებასაც თავად აპირებდა.

გადადგომას წინ უძღოდა ფორსირებული რეორგანიზაცია ცესკოში, რის შედეგადაც ოცნების კადრებს ადმინისტრაციაში ძალაუფლება კიდევ უფრო გაიმყარეს.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან,რომ ჟვანიას გადაწყვეტილება თავად არ მიუღია და ქართული ოცნების დავალება კიდევ ერთხელ შეასრულა. ქართული ოცნება კი ოპოზიციისგან თამარ ჟვანიასთვის კვლავ ბოდიშის მოხდას ითხოვს და ამბობენ, რომ მათთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, "მთავარი არხის" ეთერში ოპოზიციის ნაწილი ქართულ ოცნებასთან გარიგებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებაც ამ სცენარის ნაწილია.

3 კვირაში პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭს უყრის.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირები პარლამენტის დეპუტატები არიან.

ამავე თემაზე:

შეცვლილი კანონმდებლობა - როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი