ბათუმის რესპუბლიკურში ელექტრო გაყვანილობა გაფუჭდა - საავადმყოფო 1 წელია ფუნქციონირებს  

გამოქვეყნდა:

კორუფციის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის კიდევ ერთი მაგალითი. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც 6 წელი შენდებოდა და ერთი წელია რაც ფუნქციონირებს სარემონტოდ დაიხურა. ასობით პაციენტი და მედიკოსი ახლა სხვადასხვა დაწესებულებაშია გადანაწილებული. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს გეგმიური სამუშაოებია, მაგრამ ფაქტები სულ სხვას ადასტურებს. ირკვევა, რომ კლინიკაში, რომელიც 30 მილიონამდე ლარი დაჯდა ელექტრო გაყვანილობამ დატვირთვას ვერ გაუძლო და ახლა მთლიანად გამოსაცვლელია.

მილიონებად ღირებული ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციისთვის კიდევ ათასობით ლარი დაიხარჯება. 

რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოები დასრულდება, კლინიკა ისევ გააგრძელებს პაციენტების მიღებას.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი