17 მაისი - საპატრიარქო ქუჩებს აკურთხებს, ლგბტ თემი ონლაინ აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

ხვალ 17 მაისია - ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახის სიწმინდის დღე. ცნობილია, რომ საქართველოს საპატრიარქო დედაქალაქის ქუჩების კურთხევას გეგმავს. საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირები პატრიარქის კურთხევით ხვალ ქუჩებს მანქანებით შემოივლიან და აკურთხებენ.

რაც შეეხება ლგბტ თემს - კორონავირუსის ეპიდემიის გამო მათი გეგმები იცვლება. ისინი აქციას ონლაინ რეჟიმში გამართავენ და ქვეყანაში ჰომოფობიის პრობლემებზე ისაუბრებენ. ონლაინ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რელიგიური ფიგურები და პოლიტიკოსები.

სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ, რომ სახელიმწიფო, უმცირესობებს არ აღიარებს, მათ არ თვლის საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და ამაში საპატრიარქოს დიდი წვლილია.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი დედაქალაქის მერისგან თბილისის ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათებასთან დაკავშირებით. ამ თხოვნით კახა კალაძეს მათ რამდენიმე დღეს წინ მიმართეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი