ხანძარია ამ წუთებში თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადაც ერთ-ერთი შენობის სარდაფიდან ძლიერი კვამლი გამოდის.
ადგილზე სახანძრო სამსახურის 3 ეკიპაჟია მობილიზებული. სახანძროს წარმომადგენლებმა "მთავარი არხის" ვებგვერდთან კომენტარი არ გააკეთეს და თქვეს მხოლოდ ის, რომ ჩაქრობით სამუშაოებს ამ წუთებში იწყებდნენ.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.