ლისი-მუხათწყაროს გზის შემდეგ მეწყრული პროცესები მსხალდიდის მონაკვეთზე ვითარდება. ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან, რომლებიც მდგომარეობას სწავლობენ. მათი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დასახლება მეწყრული ზონიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს, მანამდე კი რამდენიმე ბუნებრივი ბარიერია.
ადგილზე გადაადგილება ამ დროისთვის აკრძალულია, სპეციალისტების თქმით, მეწრული მასა დაახლოებით 1 ჰექტარია, რაც შეეხება მის სიღრმეს ის 5 მეტრია.
"ერთი დღის განმავლობაში ნაპრალის სიგანემ საკმაოდ მოიმატა, გაზრდილია როგორც სიღრმეში, ასევე სიგანეში. გზისთვის საშიშროება რეალურია, რაც შეეხება მოსახლეობას, ჯერ მოსახლეობისთვის საშიშორებას არ წარმოადგენს. ეს კიდევაც რომ განვითარდეს, შეიძლება გზა ჩაიტანოს, მაგრამ დაბლა გადის ხევი და შეიძლება გაჩერდეს", - ამბობს სპეციალისტი.
გეოლოგი თეა გოდოლაძე მეწყრული პროცესების განვითარეაბს ადგილზე გზის გაყვანის სამუშაოების გამო გრუნტის მოჭრას უკავშირებს.