2020 წელს, მაშინ როდესაც ავია მიმოსვლა მთელი მსოფლიოს გარშემო გაჩერებული იყო - საქართველო 74 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მათ შორის 49 000 მოქალაქე, ანუ 2/3 20-დან 50 წლამდე ასაკისაა.
მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყანა კი ნაკლებ მუშა ხელს, კიდევ უფრო პატარა ბაზარს და დემოგრაფიულ დისბალანსს ნიშნავს. ასეთი მონაცემების ქვეყანა კი არც ინვესტორებისთვისაა მიმზიდველი და არც ჯერ კიდევ საქართველოში დარჩენილი მოქალაქეებისთვის.
პოლიტიკოსებიც და ეკონომისტებიც დარწმუნებულები არიან რომ 2021 წლის მონაცემები კიდევ უფრო საგანგაშო იქნება. კოვიდ პანდემიის გამო დროებით დაბრუნებული მოქალაქეები ისევ ემიგრაციაში წავიდნენ, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ კი წასვლის მსურველებს ქვეყნის დატოვება კიდევ უფრო გაუადვილდათ.
თუ ასე გაგრძელდა, და ხელისუფლება ციფრებით მანიპულაციას არ მოეშვა - 3-4 წელიწადში საქართველოში მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები და ტურიზმზე დამოკიდებული მოქალაქეები დარჩებიან.
2021 წლის მონაცემები არ საქსტატს ჯერ არ დაუთვლია. თუმცა ხელისუფლებისგან განსხვავებით საქართველოს დემოგრაფიული დიაგნოზი ციფრებით დაუსვევს ამერიკელმა მკვლევარებმა. მათი ვარაუდით - თუ უარყოფითი მიგრაციის დინამიკა შენარჩუნდება - უკვე 2025 წლიდან მთავრობას ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეებისთვის გადასახადების 10%-ით გაზრდა მოუწევს, რომ შემცირებული მუშა-ხელით საზოგადოების დაუცველი წევრები - მოხუცები და ბავშვები შეინახოს.