კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის ტრადიცია - დაუსჯელობით წახალისებული მოძალადეები 

გამოქვეყნდა:

მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჟურნალისტი ხელშეუხებელია საქართველოში ოცნების მმართველობის პირობებში ეს პროფესია სულ უფრო სახიფათო ხდება.

არჩევნების მოახლოების პარალელურად იზრდება აგრესია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რასაც თავად ხელისუფლებამ ჩაუყარა საფუძველი და თავისი რიტორიკით მუდმივად ახალისებს ძალადობას ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ჟურნალისტების მისამართით.

ერთ -ერთი ბოლო ფაქტი გუშინ წალკაში მოხდა, როდესაც ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კრიტიკული შეკითხვებისა და სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელი პოზიციის გამო ხელისუფლებასთან დაკავშირებული და აფილირებული პირები არ ერიდებიან თავდასხმებს ჟურნალისტებზე და როგორც წესი მოძალადეები დაუსჯელები რჩებიან, რაც მომდევნო დანაშაულს კიდევ უფრო ახალისებს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი