მსხალდიდთან მეწყერი გააქტიურდა - მოცულობა 50 000 კუბური მეტრია, სიღრმე 5 მეტრი, სიგანე 3

გამოქვეყნდა:

თბილისთან ახლოს სოფელ მსხალდიდის მიმდებარედ მეწყერი ერთდროულ რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა. ყველაზე  დიდი მეწყრის მოცულობა დაახლოებით 50 000 კუბური მეტრია.  ადგილზე გაჩენილია უზარმაზარი ნაპრალები. დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწის მასა, მოწყვეტის საფრთხის წინაშეა.

გეოლოგები ამბობენ, რომ მეწყერი დინამიკაშია - მეწყრის სიღრმე დაახლოებით 5 მეტრია, სიგანე კი 3. გეოლოგების შეფასებით, მონაცემები ერთ დღეში თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. 

მეწყერი დასახლებული ზონიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებითაა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ დრომდე ლისი-მუხათწყაროს გზაზე მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე სპეციალური ჯებირებია განლაგებული.

პირველადი შეფასებით, ბუნებრივი კატასტროფა შესაძლოა გზის არასწორად დაგეგმილმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. პირველადი დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.

მცხეთის გუბერნატორმა არ იცის არსებობს, თუ არა გეოლოგიური დასკვნა, რომლის  საფუძველზეც  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დავით ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია "ჯეუ გრუპმა" შეასრულა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სამუშაოების დაწყებამდე გეოლოგიური კვლევები არ ჩაუტარებიათ, რადგან ვალდებულება არ ჰქონდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი