ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" და თანასწორობის მოძრაობა ონლაინ აქციას გამართავს. აქციას შეუერთდებიან ემიგრანტებიც.
სამოქალაქო აქტივისტის გიორგი თაბაგარის თქმით, დღევანდელ ონლაინ აქციაზე იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრებენ, რაც თემის წევრებს აწუხებთ. ონლაინ აქცია დღეს 18:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.
დაესწრება ბევრი ადამიანი, საკმაოდ წარმომადგენლობითია, როგორც პოლიტიკოსები, რელიგიური ფიგურები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თემის წევრები ისაუბრებენ ჰომოფობიაზე და ტრანსფობიაზე, როგორც სოცვიალურ პრობლემაზე, - განაცხადა თაბაგარმა.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის პარალელურად, დღეს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ. მსვლელობა პირველ საათზე დაიწყება.