მიღება ამერიკის ელჩის რეზიდენციაში - კელი დეგნანი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორი დღით ადრე სტუმრებს მასპინძლობს. ამერიკელ დიპლომატთან მიღებაზე იმყოფებიან მთავრობის წევრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები.
"ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა იმის საწინდარია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ იმით, რითიც ამაყობს ამერიკელი ხალხი" - ამბობს ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია კი ამბობს, რომ "ამერიკის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს ისეთ თანამედროვე შეხედულებებს, რომელიც გვაქვს".