ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა - ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული. გაფიცულები ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და ბონუსებზე უარს აცხადებენ.
მათი თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ანაზღაურება მინიმალურია, ამიტომ მუშაობას არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ხელფასების მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და კომპანიის პოზიცია ამის მერე გახდება ცნობილი.