"ძვლებში დაგამტვრევენ" - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც აქცია-პერფორმანსს გეგმავდა, დაემუქრნენ

გამოქვეყნდა:

ტრანსგენდერ ქალს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთკაციანი აქცია-პერფორმანსი ჰქონდა დაგეგმილი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

გაბრიელას უთხრეს, რომ თუ ის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდოდა, სხეულზე მძიმე დაზიანებებს მიაყენებდნენ. მუქარის შემდეგ მან აქციის გამართვა გადაიფიქრა. გაბრიელა ამბობს, რომ სახელმწიფო მათ ვერ იცავს. 

ვაპირებდი გასვლას კანცელარიასთან და 17 მაისის აღნიშვნას. ბანერიც გამზადებული მქონდა. მაგრამ დღეს დამირეკეს და გამაფრთხილა მეგობარმა, რომ არ გავსულიყავი, იმიტომ, რომ რამდენიმე დაჯგუფება მობილიზებული იყო და იცოდნენ ჩემი გასვლის შესახებ და პირდაპირ მითხრა - ძვლებში დაგამტვრევენ და პოლიციაც ვერ შეძლებს შენს დაცვასო, - განაცხადა გაბრიელამ.

17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამის პარალელურად, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი