სკოლა, რომლის მშენებლობაშიც განათლების სამინისტრომ 21,445,882 ლარი დახარჯა, ისევ სარემონტოა-186-ე სკოლის პრობლემები არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მშენებლობა შარშან დასრულდა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან,რამდენიმე თვეში, ახალაშენებულ შენობას კედლები დაუზიანდა. სააგენტომ GWP-ისგან წინასწარ იცოდა, რომ სკოლის ტერიტორიაზე წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მონტაჟი იყო საჭირო, თუმცა სამუშაოები საპროექტო დავალებაში არ შეიტანა.
ცნობილია რომ სამუშაოები კომპანია "დაგმა" შეასრულა. "დაგი" ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიაა, რომლის გამგეობის წევრმა შვიდმა კომპანიამ 2012-2020 წლებში 900 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღეს.
"ფლანგვის წეტექტორის" ცნობით, ამხანაგობის წევრ კომპანიებს ერთ ტენდერში მონაწილეობა ეკრძალებათ, მაგრამ ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრები ელექტრონულ ტენდერებში ერთმანეთის კონკურენტები არიან და იმარჯვებენ კიდეც.