booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებასაც ავრცელებს და წერს:
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის
აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ, პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სამინისტროში, ონლაინბრიფინგზე დღეს მხოლოდ სამთავრობო და მათთვის სასურველი მედია მიიწვიეს.
კიბერშეტევაზე გამოძიებაა დაწყებული.
ამავე თემაზე:
საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს - გაბუნია booking.moh.gov.ge-ზე