რუსთავი-ლილოს გზაზე ტრაილერის ხიდიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ცნობილი ხდება, რომ რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - ტრაილერის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, საკვებით დატვირთული ტრაილერი ხიდიდან გადავარდა, მატარებლის რელსს დაეცა და აფეთქდა.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ტრაილერის მძღოლი ეთნიკურად სომეხი იყო.

ირკვევა ისიც, რომ გადავარდნილმა ავტომანქანამ სარკინიგზო დენის კაბელები გაწყვიტა, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი