მილიონობით ლარის რელსებს რკინიგზა ჯართად ჭრის და ინდურ "ჯეოსტილს" აბარებს. ამტკიცებენ, რომ ლიანდაგები მწყობრიდანაა გამოსული, თუმცა ვინ შეაფასა მათი უვარგისობა ან რამ გააფუჭა, მაშინ, როცა საქართველოში მატარებელი აღარ დადის ტვირთის გადასატანად, ცალკე თემაა.
ინდოელი მეტალურგები ნედლეულს ადნობენ, და როგორც თავად ყვებიან - უცხოეთში ექსპორტზე გააქვთ. იქიდან კი რკინიგზას ისევ ახალი ლიანდაგები შემოაქვს. ოღონდ ცხადია ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალის ყოველ ბრუნზე ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება და ამ თანხის ერთი ნაწილი ვიღაცების ანგარიშზე ილექება.
ნინა მაჩაბელის სიუჟეტი - "რკინიგზიდან გაყიდული ლიანდაგები"