კასპის ეკოლოგია ცემენტის წარმოებამ გაანადგურა | რა უფრო ძვირად ფასობს, ქვეყნის მომავალი თუ ინვესტორის მოგება

გამოქვეყნდა:

რა უფრო ძვირად ფასობს, ქვეყნის მომავალი თუ ინვესტორის დღევანდელი მოგება? - ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად აცდენილია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა საკუთარი მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს, მოთხოვნებსა და საზოგადოებრივ დაკვეთას.

მეტიც, როცა სახეზეა ფაქტი, როგორ ანადგურებს ინვესტორი ბუნებას, მაშინაც კი მთავრობა პრობლემის დანახვას არ ცდილობს.

იგივე ხდება კასპში, რომლის ეკოლოგია ცემენტის წარმოებამ ისე გაანადგურა, რომ დღეს იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოს სხვა რეგიონებს შორის. სწორედ ივანიშვილის ბეტონის ქარხნების მოსამარაგებლად ახლა ინვესტორები მტკვრის ჭალებს მიადგნენ და შემორჩენილი მცირე ტყის საფარსაც საბოლოოდ ანადგურებენ.

მიხეილ გოგუაძის სიუჟეტი - "მოგებისთვის განადგურებული ქალაქი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი