გორში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახი შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩეს

გამოქვეყნდა:

გორში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის მოლოდინშია. მჭედლიშვილებს გორის მერიამ ბინის ქირის გადახდა შეუწყვიტა და ახლა სახლის მფლობელი, ორი თვის დავალიანების გამო, მათ ქუჩაში აგდებს. 

ოჯახის სამივე წევრი შშმ პირია და ერთადერთ შემოსავალს პენსია და სოციალური დახმარება წარმოადგენს. ისინი ამბობენ, რომ შემოსავალი მედიკამენტებში არ ჰყოფნით.

მჭედლიშვილებს არ აქვთ საკვები, ტანსაცმელი და მოქალაქეების დახმარების იმედად არიან. ისინი ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი