შსს 1 ბრონირებული მანქანის შესაძენად 700 ათას ლარს დახარჯავს. ავტომობილის შესაძენად შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.
გასულ წელს შსს-მ 10-მდე მსგავსი ტიპის მანქანა შეიძინა, ერთი ავტომობილის ღირებულება მაშინ 100 ათას ლარამდე დაჯდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მათთვის გაუგებარია, ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რატომ ყიდულობს უწყება ისეთ მანქანას, რომელიც უკვე ჰყავს. ამას გარდა, ოპოზიციაში კორუფციის ნიშნებს ხედავენ.
ტენდერი 1-ლ ივლისს გამოცხადდა, წინადადებები მიღება კი 2 აგვისტოს დამთავრდება.