ტყიბულში მეშახტეებისა და კომპანიის მეორე შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. გაფიცული რჩება მეშახტეთა ნაწილი. მათი თქმით, მათთვის მიუღებელია საბონუსე სისტემა და ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას ითხოვენ. მეშახტეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
ისინი ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რადგან მათ გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ.
ამ დროისათვის უცვლელი რჩება კომპანიის პოზიცია. "საქნახშირის" შეთავაზებად საბონუსე სისტემა რჩება.