საკუთარ ავტომობილებსა და ტაქსებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის ინიციატორი ამბობს, რომ კანონპროექტი მზად არის და რამდენიმე კვირაში საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად მიმართავს.
ლელა სტურუა მთავარ არგუმენტად თამბაქოს მავნებლობას ასახელებს როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველებისთვის
"ეს ორნაწილიანია: ტაქსებში და პირად მფლობელობაში მყოფ მსუბუქ ავტომობილებში. ჩვენი ინიციატივაა, რომ უპირველესად ტაქსებში აიკრძალოს მოწევა, რადგან თამბაქოს პასიური მოხმარება იწვევს ისეთ დაავადებებს და ისეთივე მასშტაბით სიკვდილიანობას, როგორც თამბაქოს მოხმარება",- ამბობს ლელა სტურუა NCDC-ის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძვანელი
თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს და დაამტკიცებს კანონპროექტს, ადამიანებს ტაქსებსა და საკუთარ ავტომობილებში მოწევა აეკრძალებათ. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.