ლგბტ თემის მხარდასაჭერად გადმოფენილი დროშა კაფე "გალერის" სამართალდამცავებმა ჩამოახსნევინეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კაფის ადმინისტრაციას განუმარტეს, რომ ამ გზით მოსალოდნელი დაპირისპირება აიცილა.
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" და "თანასწორების მოძრაობა" ონლაინ აქციას რამდენიმე წუთში დაიწყებს. ონლაინ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, საპროტესტო აქციაში პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ ახალი გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც ლგბტ თემს ახალი კორონავირუსის გამო შეექმნათ.