აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე | მიღება ავლაბრის რეზიდენციაში

გამოქვეყნდა:

ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბი მიღებას მართავს. ცერემონია სახელმწიფო სასახლეში იმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან, დიპლომატები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პრეზიდენტი.

ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე აშშ საქართველოს მხარს უჭერს.

"ჩვენ დღეს ვზეიმობთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 245 წლის იუბილეს. ეს დღე გვაფიქრებინებს იმაზეც, თუ რამდენი განსაცდელი გამოიარა ქვეყანამ. ეს განსაცდელი ჰქონდა საქართველოსაც, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას, რომელიც ცდილობს საკუთარი ინსტიტუტების განმტკიცებას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ გზაზე საქართველოს მხარს უჭერს",-თქვა კელი დეგნანმა.

ღონისძიებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი