პოლონეთის ქუთაისელი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკიევიჩი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის დევნილობაში მყოფი ხელისუფლების პირველი პრეზიდენტი, ვლადისლავ რაჩკიევიჩი... 

პრეზიდენტობამდე მან რთული გზა გაიარა - იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში; იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ; იყო პოლონეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი; მეორე მსოფლიო ომმა, ჯერ გერმანულმა, შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციამ, მშობლიური პოლონეთი სამუდამოდ დაატოვებინა. 

თუმცა, რეალურად, პრეზიდენტი რაჩკიევიჩი პოლონეთში არ დაბადებულა. ის დაიბადა ქუთაისში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და აქვე გაატარა ბავშვობაც. მისი წინაპრები სწორედ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების გამო გადმოასახლეს აქ. 

საბჭოურმა რეჟიმმა, ბუნებრივია, მათი არსებობის კვალი ქუთაისში წაშალა. მაგრამ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩმა გადაწყვიტა ეპოვნა და აღედგინა პირველი დევნილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის ისტორია და ამის შესახებ წიგნიც დაწერა. 

სწორედ პოლონეთის ელჩი, როგორც გიდი გაუძღვა ჩვენს ჟურნალისტს, თეა ადეიშვილს საუკუნეების წინ დატოვებულ ძალიან საინტერესო ნაკვალევზე, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი