ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაარბიეს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ. აქციის მონაწილეები, საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ქაშუეთის ეკლესიის უკან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაარბიეს. აქციაზე ასევე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

აქციაზე იმყოფებიან, მოძრაობა "ერის" "ქართული მარშისა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები".

ადგილზე ამ დრომდე დაძაბულობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი