ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები "მთავრის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები არიან შეკრებილი, აქციის წარმომადგენლები "მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაზიანებულია არხის ტექნიკაც.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე თავს დაესხნენ "მთავარი არხის" ოპერატორს. ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის დროს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ დისტანცია დაეცვათ.

ადგილზე მყოფ პოლიციას, არსებული ინფორმაციით, ჯერ არავინ დაუკავებია.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან გაშლილი კარვები დაარბიეს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი